"სილის გარტყმასავით იყო, ძალიან საინტერესო პასუხი გამცეს" - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი იმერეთში მომხდარ ფაქტს იხსენებს
"პირად შემთხვევას გეტყვით... იმერეთის ერთ-ერთ ქალაქში, შეგნებულად შევედი მაღაზიაში სიტუაციის სანახავად. არც მომსახურე პერსონალს და არც შემოსულ ბიჭს არ ეკეთა პირბადე. რომ ვკითხე, რატომ არ გიკეთია ნიღაბი-მეთქი, სილის გარტყმასავით იყო, ძალიან საინტერესო პასუხი გამცა - აქ ნიღაბი მოდაში არ არისო" - ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.