loader

31 წლის ეტლით მოსარგებლე მამაკაცი, რომელმაც ოცნება აისრულა და ახლა ახალი მიზანი აქვს, რაც შეიძლება ბევრი შშმ პირი დაასაქმოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

31 წლის ეტლით მოსარგებლე მამაკაცი, რომელმაც ოცნება აისრულა და ახლა ახალი მიზანი აქვს, რაც შეიძლება ბევრი შშმ პირი დაასაქმოს

31 წლის გაგა ვახანია ეტლით მოსარგებლეა. მან საკუთარი ძალა შშმ პირების დასახმარებლად გამოიყენა და შექმნა კომპანია, რომლის მამოძრავებელი ძალაც ადაპტირებული ერთიანი სისტემის შექმნაა.


ოცნება მიზნად აქცია. 5 თვის წინ შექმნილი კომპანია მომხმარებელს ავტო-ასისტენტის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მას კიდევ ერთი ახალი მიზანი აქვს, რაც შეიძლება ბევრი შშმ პირი დაასაქმოს.

სირთულეები ყველა მიმართულებით აქვს, თუმცა მთავარი დაბრკოლება ნდობის მოპოვებაა.
გაგას მიერ დაფუძნებული კომპანია იყენებს აუტორეგისტრატორს,რაც მომხმარებელს მთელი პროცესის კონტროლის საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ გაგას კომპანიის მთავარი ღირსება გამართული, სრულყოფილი სისტემაა.

გაგას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. როგორც თვითონ ამბობს, მთავარი მიზანი გაფართოებაა და იმ სოციალური მდგომარეობის გამოსწორება, რომელიც შშმ პირების განვითარებასა და ადაპტირებას შეუწყობს ხელს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ MasterFix/მასტერფიქსი




ავტორი: ნინი ქობალია