"ენმ-ის ლიდერებისთვის მიშას გადარჩენა პოლიტიკური თვითშენარჩუნების და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხია" - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დირექტორი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მასობრივი შიმშილობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"არსებობს ლოკალური ამოცანები, რაოდენ დიდი მასშტაბის არ უნდა იყოს მიზანი) და გენერალური ამოცანები, ზოგჯერ, ერთი შეხედვით, ემოციური აღქმით და პირველი შთაბეჭდილებით, უფრო მცირეც კი, ვიდრე პირველი.
"ნაციონალურ მოძრაობას" და მის მხარდამჭერებს აქვთ დიდმასშტაბიანი ლოკალური ამოცანა, გაათავისუფლონ სააკაშვილი და ბუკვალურად გადაარჩინონ სიკვდილს. და ამით, სხვათა შორის, დიდი წვლილი შეიტანონ გლობალური ამოცანის გადაწყვეტაში (რუსეთი, პრორუსული მთავრობა, ქვეყნის კრიზისი ყველა მიმართულებით).
შიმშილობის აქციას რომ დავუბრუნდეთ. არის ამ აქციაში სასოწარკვეთის ელემენტები. დიახ, ადამიანი კვდება ციხეში და რა გასაკვირია, რომ ნაწილს რაციონალური მსჯელობის უნარი დაუქვეითდეს. ისე, ზოგჯერ, ემოციური ინტელექტი უფრო ეფექტური და ეფექტიანია, ესეც უნდა გვახსოვდეს. ე.წ. "ემოციურ ინვალიდებს" სამხრეთული ტემპერამენტის საქართველოში არაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანისთვის არ მიუღწევიათ. ეს შიმშილობის აქტი, ენმ-ის სტილისტიკის და პარტიული ტემპერამენტისაა, კი ბატონო. მაგრამ რატომ არაა "ლელოს" წონასწორობის და პროცედურული დემოკრატიის მომხრეთა რუტინული სისწორის ჩარჩოებში? სრულიად ცივილიზებულია, არავის უშლის ხელს, და, მთავარია, არაფერს, არც ერთ სხვა მიმდინარე პროცესს პირველ რიგში, ე.წ. სამი პრეზიდენტის დიალოგს, მაგალითად). ის აძლიერებს და აახლოვებს წამების მსხვერპლის გათავისუფლებას, ანუ ლოკალურ ამოცანას. თავის მხრივ, ეს გააძლიერებს და მოაახლოვებს გლობალური ამოცანების განხორციელებას.
ამ საკითხს არ ჭირდება სპეკულაციები და დაშვებები. ნათელი და მკაფიო მაგალითი არსებობს - ელენე ხოშტარია, რომელიც ნამდვილად არაა ენმ-ის არათუ წევრი და მომხრე, არამედ არც სრულ პარალელიზმშია "ნაცების" ფასეულობებთან და მოქმედების მოდუსთან. თუმცა, მან მიიღო უსწორესი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ემოციური ინტელექტით. და რა მიიღო შედეგად? - სააკაშვილის მიმართულებით სერიოზული პოზიტიური ძვრები და, ასევე, საკუთარი ფიგურის პოლიტიკური წონის უკიდურესად დამძიმება და მის მიმართ სიმპატიების მასშტაბის უკიდურესი გაზრდა. აი, როგორ მუშაობს ემოციური რაციონალიზმი - ქართულ პოლიტიკაში წარმატების შეუმცდარი ფორმულა, ქართულ პოლიტიკაში ისტორიულად გამოცდილი წარმატების სწორი რეცეპტი.
და სულ გვახსოვდეს, ენმ ლიდერების და მიმდევრების მარტო კეთილი ნება და ჰუმანიტარული მისია არაა მიშას გადარჩენა და ამისთვის ყევლაფრის გაკეთება, ეს მათი პოლიტიკური თვითშენარჩუნების (როგორც პერსონალურ, ასევე პარტიულ ჭრილში) და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხია. გავითვალისწინოთ ეს და არ ვიმსჯელოთ გვერდიდან, თუ რეალობის სწორი აღქმა და დანახვა გვინდა. შევეცადოთ, შევიგრძნოთ პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რომელიც ლიდერებს (განსაკუთრებით მელიას) აწევს და ის ემოციური სიმძიმე, რომელსაც მიშას ყოველი გულშემატკივარი დაატარებს უკვე რამდენი ხანია. შევიგრძნოთ, და იქნებ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს", - წერს გვარამია.