loader

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო - რომელ რიცხვებში გამოცხადდა უქმე დღეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო - რომელ რიცხვებში გამოცხადდა უქმე დღეები?

1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ვიდეო: ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება - საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო