რა არის ნიკოტინი?
სიგარეტის წვის პროცესში გამოიყოფა 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის: მხუთავი აირი, კუპრი და ნიკოტინი. მწეველთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად მხუთავი აირი (CO) და კუპრი სახელდება.
მაშინ, რა არის ნიკოტინი?
ნიკოტინი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც სხვადასხვა მცენარეში გვხვდება, მათ შორის: კარტოფილში, პომიდორში, ბადრიჯანში... თუმცა ის ყველაზე დიდი რაოდენობით თამბაქოს ფოთოლში არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევის შედეგად განვითარებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს. თუმცა ის არ არის უსაფრთხო, რადგან იწვევს დამოკიდებულებას.
წყარო.