loader

“ეს იმედია იმისა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს, არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა!“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს იმედია იმისა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს, არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა!“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს


თორნიკე მამალაძე Facebook-ზე წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მისი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს.

“სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. 3-თვიანი დიდი მუშაობის შემდეგ David Jandieri-სთან ერთად გუშინ გავაგზავნეთ მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია. 140-გვერდიანი დოკუმენტია ინგლისურად. ეს სასამართლო ჩვენი ოჯახის იმედია. იმედი 5-წლიანი უკანონო პატიმრობის დასასრულისა და სამართლიანობის აღდგენისა. იმედი 3-წლიანი პარალიზებული მდგომარეობის დასასრულისა და მკურნალობის დასაწყისისა. იმედი იმისა, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მთელმა ქვეყანამ დაინახოს. რომ არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა!“ - წერს თორნიკე მამალაძე. 

მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.