"ვის გაუგია, მამა შვილთან ნახევრად შიშველი იწვეს... 10 წლის ბავშვი ამბობს, ყველაფერს დავამტკიცებო, ძალადობდა მამა ჩემზეც და ჩემს დაზეცო" - კაცი 2 შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, 40 წლის კაცი, 10 და 12 წლის შვილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მამა რომ შვილებზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, დედას ბავშვებმა უთხრეს. კაცი წარსულში ტელეფონების ქურდობისთვის არის ნასამართლები. არასრულწლოვანი გოგონები წლების განმავლობაში ბაბუასთან, დაკავებულის მამასთან ცხოვრობდნენ.
როგორც ბავშვების დედის ოჯახში ამბობენ, არასრულწლოვნების ნახვის და თავისთან წაყვანის საშუალებას დედას მამამთილი არ აძლევდა.
საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული - 25 წლის ბიჭია, რომელიც 12 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაზე მის მამასთან ერთად დააკავეს.