"ესენი სოფლელები კი არა, ჩვეულებრივი უზრდელი ბავშვები არიან... სოფლელი ბავშვები ასეთ რამეს არ იკადრებენ" - რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის მეტროში გადაღებულ ვიდეოს?
სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ახალგაზრდების ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა."რა განათლების სისტემაცაა, შესაბამისი შედეგია"; "ზეზვა და მზია ამათთან შედარებით არისტოკრატები იყვნენ";"აღზრდის ძალიან დიდი პრობლემაა საზოგადოებაში, კულტურა მართლა გვშია";"შევარდნაძის პერიოდში მატარებელი გაღებული კარებით და გადაბმებში მდგომი ახალგაზრდებით რომ მიექანებოდა გვირაბში, ის რომ გადაეღოთ მაშინ და ახლა დაედოთ, რას იტყოდა ხალხი, საინტერესოა";"რა მოხდა, ბავშვები არიან და ერთობიან, გავა დრო და გაიხსენებენ ბედნიერად მაგ დღეს, რა ყველაფერი გაოგნებთ, ხალხო, მაგ ასაკში არ ყოფილხართ?";"კარგი მიზეზი მიეცით ფეისბუქსაზოგადოებას ზიზღის საფრქვევად, რომ ამათ დედები არ ზრდიან და ასეთი უზრდელი თაობა არ ახსოვთ";"ისეთი თაობა და ახალგაზრდობაა, კიმ ჩენ ინი გახდება საჭირო ხელისუფლებაში";"ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა";"ესენი სოფლელები კი არა, ჩვეულებრივი უზრდელი ბავშვები არიაან... სოფლელი ბავშვები ასეთ რამეს არ იკადრებენ, ეს ვითომდა კარენოი თბილისელები უფრო კადრულობენ ასეთ რამეს, თავში ავარდნილი, გატუტუცებული ბავშვები";"უმსგავსობაა... გართობასთან ამას არაფერი აქვს საერთო";"თუ ვინმეს კიდევ პრეტენზიები და კითხვები გააჩნია, თუ რატომ არ ვართ განვითარებული და წარმატებული ქვეყანა. ეს ვიდეო აჩვენეთ";"ახალგაზრდული ადრენალინი... რა დააყარეთ ამ ბავშვებს დამპლური კომენტარები... დავიჯერო, არასდროს ყოფილხართ ამ ასაკში?? მხიარულობენ, ხომ არ ჩხუბობენ", - წერენ ვიდეოს კომენტარებში.