“ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“ - ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილის პირველი კომენტარი
ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი უდანაშაულოდ ცნობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მან ნაფიც მსაჯულებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის და სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ემოციებში ვარ, ნამდვილად არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე“, - აღნიშნა მერაბ კობიაშვილმა.
ავტორი: ია თინიკაშვილი