loader

“წამება რაც იყო, კარგად გვასწავლეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა 2004-12 წლებში... “ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“ - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წამება რაც იყო, კარგად გვასწავლეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა 2004-12 წლებში... “ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“ - ირაკლი კობახიძე


“თუ ვინმე მოახერხებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა და დამოკიდებულებები შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია - არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს!“ - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია, რადგან “ამ ადამიანების ბუნებას კარგად იცნობს“. “ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება, მაქსიმუმი სცადოს იმისთვის, რომ პოლიტიკური მოცემულობა გაუმჯობესდეს და ვითარების დეესკალაცია მოხდეს, თუმცა “რესურსები ამოწურვადია და ყველაფრის რესურსი არც ერთ ადამიანს, მათ შორის, პრეზიდენტსაც არა აქვს“.