სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას გამოაქვეყნებს
ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა მრავალმხრივი პრობლემები არის, რომელსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემა არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა.
ვიდეო: რადიო თავისუფლება