loader

რით დაგვამახსოვრა თავი ეკატერინე ტიკარაძემ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რით დაგვამახსოვრა თავი ეკატერინე ტიკარაძემ

სივის მიღება დაწყებულია, მინისტრის პოსტი კი - კვლავ ვაკანტური.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა. მინისტრის თქმით, სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ პარტიის მმართველობაში დარჩება და სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე, 2015 წლის სექტემბრიდან, საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის "დოსტაქარის" დირექტორი იყო. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. ბოლოს კი თავად სერგეენკო შეცვალა.

ტიკარაძე მინისტრობიდან მერვე თვეს ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემას, კორონავირუსს შეეჩეხა. მის სახელს პანდემია რომ უკავშირდება, ეს ვიცით, თუმცა საინტერესოა, კიდევ რით დაგვამახსოვრა თავი.


ავტორი: ნინი ქობალია