“შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები... ნოლია შენი ფასი“ - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილს
“შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები - ისინი ციხეში ღირსეულად ჩაჯდნენ - ნოლია შენი ფასი, როგორც პოლიტიკოსის!“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, პასუხისმგებლობა მომხდარ ძალადობაზე პირადად მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება“.