loader

როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ? - ენტონი ფაუჩის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ? - ენტონი ფაუჩის განცხადება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკელებს შეუძლიათ იზეიმონ ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, თუმცა კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოაცხადონ. მისი თქმით, ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი არავაქცინირებულია.

კითხვაზე, როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა შემთხვევების კიდევ უფრო შემცირება.

„შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დაინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 95 000-ია. ეს ჯერ კიდევ მაღალია. გვსურს კიდევ უფრო შემცირება. ვგულისხმობ, რომ 10 000-ს ჩამოსცდეს, ბევრად დაბლაც კი“, - აღნიშნა ფაუჩიმ.