"დედას შე.., ვინც მაბრალებს" - რას ამბობს მუშა, რომელიც ბათუმში, კურპუსის ჩამონგრევის ფაქტზეა დაკავებული
არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს, - ამის შესახებ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა მუშამ განაცხადა.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნული მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.
ავტორი: მარიკო კეკელიძე