loader

მძიმე კადრები ჩაქვიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ტრაილერი ამოტრიალდა, შემდეგ კი სამ მანქანას დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ჩაქვიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ტრაილერი ამოტრიალდა, შემდეგ კი სამ მანქანას დაეჯახა

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების დამატებითი ბრიგადები.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ტრაილერი ამოტრიალდა. ამასთან, შემთხვევაში 3 მსუბუქი ავტომანქანა ფიგურირებს.

მომხდარის გამო ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გზასთან, კერძოდ, გვირაბთან, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.



წყარო: adjaratv