"სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი აქვს" - ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და საყურადღებოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეანიმატოლოგმა ჯემალ გელაშვილმა განუცხადა. ექიმის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მთელი ღამის განმავლობაში მძიმე იყო, თუმცა სიტუაცია ამ ეტაპისთვის კონტროლს ექვემდებარება.
"პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები. სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი - ეს არის წინასწარი დიაგნოზი. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. დაგეგმილია მთელი რიგი კვლევები, მკურნალობა. პაციენტი მართვით სუნქთვაზე რჩება.
კლინიკაში შეყვანის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა, შეყვანიდან გადავიყვანეთ მართვით სუნქთვაზე. დავიწყეთ მონიტორინგი და შესაბამისად, პაციენტი რეანიმატოლოგების გუნდის მიერ იმართება. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპისთვის კონტროლირებადი. მას აღენიშნება მოტეხილობა, მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა და მთელ სხეულზე მრავლობითი ექსკორაცია. კლინიკაში შეყვანისას იყო კონტაქტური, თუმცა იყო ადინამიური, გამოხატული იყო ძლიერი საერთო სისუსტე. ამ ეტაპისთვის ის იმყოფება დამცველობითი სამკურნალო ნარკოზის ქვეშ, ამიტომ ის კონტაქტური არ არის", - აცხადებს ჯემალ გელაშვილი.