კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი - 36 წლის მამაკაცის ნანგრევებიდან ამოყვანის ამაღელვებელი კადრები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
ამოყვანილი მამაკაცი ცოცხალია და ის კონტაქტურია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.
ვიდეო: “რუსთავი 2“