loader

"ბავშვების ხმა ისმის, დაგვეხმარეთო, ახლოს ვიყავი მისული" - რას ამბობს ადგილობრივი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვების ხმა ისმის, დაგვეხმარეთო, ახლოს ვიყავი მისული" - რას ამბობს ადგილობრივი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი პირი სამაშველო ბრიგადასთან კონტაქტზე გავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში მაშველები ნანგრევებიდან მათ გამოყვანას ცდილობენ.

გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.