"პირდაპირ მოქმედებს კორონავირუსზე და ანეიტრალებს ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს" - საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს. როგორც ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს ძვირად ღირებული ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების შეძენაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება.
რაც შეეხება მეორე ძვირად ღირებულ პრეპარატს, "ბარიციტინიბს", თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა და მას ანტივირუსული და ანტიანთებითი ეფექტი გააჩნია, რაც პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად შეამცირებს.
"ქვეყანაში 2 ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთი - ეს არის ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. გენეტიკური ინჟინერიის გზით შექმნილი ანტისხეულებია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კორონავირუსზე და ანეიტრალებს ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს. წინასწარი კვლევებით, "მონოკლონური ანტისხეულები" სერიოზულად ამცირებს ინფექციის დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას.
ოქტომბრის ბოლოდან შესაძლებლობა გვექნება, ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რეანიმაციაში მოხვედრამდე; სპეციფიკური პრეპარატებით ვუმკურნალოთ ადრეულ სტადიაზე, კერძოდ, "რემდესივირით" და "მონოკლონური ანტისხეულით". თუ დაგვიანებით მოვიდა პაციენტი, მას - "ტოცილიზუმაბით" და "ბარიციტინიბით". ვფიქრობ, ძალიან შევამცირებთ პაციენტების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას", - აღნიშნავს ცერცვაძე.