ჯანდაცვის ექსპერტის საგანგებო განცხადება - "ღიად ვამბობ... უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და ვემზადებოდეთ ამისთვის"
"ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის", - ამის შესახებ "დროას" წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტოკოლის ცვლილებაზე დღეს საუბარი დაგვიანებულია.
"დღეს პროტოკოლებზე საუბარი არათუ უსაფუძვლოა, არამედ ეს უკვე არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. რაღა დროს პროტოკოლზე საუბარია?! დღეს საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით; დღეს საუბარია, როგორ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან. ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყოველდღე უნდა იყოს, დაახლოებით, 40 000 ადამიანი აცრილი. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების შექმნა, მობილური ჯგუფების იქ გასვლა, საიდანაც ხალხი ვერ მიდის ამცრელ პუნქტებამდე და აუცილებელია ვაქცინაციის ყველა იმ რეზერვის გამოყენება, რაც დღეს არსებობს. ჩვენი გათვლებით და სტატისტიკით, დაახლოებით, ვაქცინების 2-3 კვირის მარაგია დარჩენილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს გაწერილი და ღიად გამოცხადებული. ასევე, ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის", - აცხადებს გიორგი ჩახუნაშვილი.
მისივე თქმით, დღეს ჯანდაცვის სექტორი ჩავარდნილია.
"გაასაჯაროეთ, რა რეზერვებია კონკრეტულად ანტიკოაგულანტების, რომელიც საჭიროა მწვავე ავადმყოფებისთვის და რომელიც საჭიროა კოვიდგადატანილებისთვის, ანუ პოსტკოვიდის მდგომარეობის შემდეგ ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება, ინსულტი და ა.შ. კარგად გადახედეთ ანტიკოაგულანტებს და ზუსტი სია მოგვაწოდეთ”, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.