loader

სიახლე მათთვის, ვისაც პირადობის მოწმობის აღება ან განახლება სურს - გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე მათთვის, ვისაც პირადობის მოწმობის აღება ან განახლება სურს - გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები დღეიდან ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.

ასევე - საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.