ცნობილია, როდემდე გახანგრძლივდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ცნობისთვის, ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდე იყო შეზღუდული.