"ერთი წერს, დედაჩემს უმოწყალოდ სცემს კლინიკაში პერსონალი - სხვა საქმე არ აქვთო! ეს თავგასულობა უნდა შეწყდეს!" - დავით გადელია მიმართვას ავრცელებს
ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც მის კლინიკას სახელს უტეხენ, სასამართლოში უჩივლებს.
"კიდევ უფრო ცუდადაა ჩვენი მოქალაქეების მენტალობის საქმე, ვიდრე წარმომედგინა... რაღაც დროის განმავლობაში ვხალისობდი ამ სისულელეებით, მაგრამ ახლა ამ უღრანმა სიბრიყვემ ექიმების წინააღმდეგ აგრესიის სახე მიიღო და უკვე აღარაა უწყინარი სილენჩე.
ვიღაც წერს: "დააკვირდით, კლინიკაში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სახლის პირობებშიო". ვიფიქრე, რა დასაწერი და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ეს აქსიომა-მეთქი და თურმე ნუ იტყვით, რა ახსნა ჰქონია ამ ფაქტს, რომელსაც მეგონა, ახსნა არც სჭირდებოდა - "ეს იმიტომ, რომ ექიმებმა მკურნალობა არ იციან და სახლში ექიმების გარეშე უკეთესად მიდის გამოჯანმრთელებაო!.." მინდა მაგარი იდეა მივაწოდო ამ ექსპერტს - რეანიმაციაში კიდევ უფრო მოერიდოთ მოხვედრას - იქ კიდევ მეტი შანსია, რომ ვერ გადარჩეთ! სახლში ჯობია, კოტოშებით და შინაური ნაყენებით.
ახლა წავიკითხე, ერთი წერს, დედაჩემს უმოწყალოდ სცემს კლინიკაში პერსონალი - სხვა არაფერი საქმე აქვთო!.. ხო სისულელეებია თითქოს? უნდა განახათ, რამდენი გაზიარება და მოჭყლოპინე კვერის დამკვრელი ჰყავს ამ შლეგ აზრებს!
გადავწყვიტე, არ დავიზარო! ყველას, ვინც ეცდება სახელი გაუტეხოს ამ სისულელეებით ჩვენს კლინიკას, არ გავუტარო, არ ვთქვა: "თავისი გაჭირვებაც ეყოფაო" და აუცილებლად ვუჩივლო სასამართლოში სახელის გატეხვისთვის! ეს თავგასულობა უნდა შეწყდეს!" - წერს დავით გადელია.