"სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის უნდა გაუქმდეს კომუნალური გადასახადები და განახევრდეს ტრანსპორტის საფასური" - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა
"ნაციონალური მოძრაობა" სრულად ვაქცინირებულების წახალისებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით ხელისუფლებისგან შემდეგი მოთხოვნებით მიმართავს:
- სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ;
- გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;
- სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის საფასური;
- სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
- სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია;
- სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი;
- დაიწყოს მსჯელობა "ბუსტერ" დოზებზე.