loader

რა შეღავათებით ისარგებლებენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულები, რომლებიც ორჯერადად იქნებიან ვაქცინირებულნი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შეღავათებით ისარგებლებენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულები, რომლებიც ორჯერადად იქნებიან ვაქცინირებულნი

ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის ისეთით, როგორებიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინირების სტიმულირების პაკეტის პროექტი შეიმუშავეს.

"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის ისეთით, როგორებიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ", -  განაცხადა ქვრივიშვილმა.