loader

აფხაზეთის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ილორის ეკლესიის რესტავრაციას ქართული კვალის წაშლის მცდელობად აფასებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაციას აფხაზეთიდან ქართული კვალის წაშლის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და დეპუტატებმა განაცხადეს.
გია გვაზავამ აღნიშნა, რომ რესტავრაციის შედეგად ილორის ტაძარზე წაიშალა ქართული წარწერები და მას რუსული გუმბათი დაედგა.

ისტორიკოს ლია ახალაძის განცხადებით, რესტავრაციის შედეგად სრულად არის შეცვლილი მე-11 საუკუნის ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმა.

"მას აქვს დადგმული გუმბათი, რომელიც არ არის დამახასიათებელი ქართული ხუროთმოძღვრებისთვის. წარწერები კი, რომლებიც ილორის ტაძრის მშენებლობის ისტორიას მოგვითხრობს, გადათეთრებულია. ეს არის აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის მცდელობა და ვანდალური ფაქტი", - განაცხადა ლია ახალაძემ.

მან ასევე წარმოადგინა ფოტომასალა, რომელზეც ასახულია ილორის ეკლესია რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ.

იხილეთ: ლეონიდ ლაკერბაია - ილორის ეკლესიასთან დაკავშირებით ქართული მხარის შეშფოთების არ მჯერა