განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაური ადვოკატმა მოინახულა
სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს, ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.