ასეულობით სამთავრობო ჯარისკაცი ტყვედ ბარდება, სიტუაცია უკონტროლო ხდება - დაეცემა თუ არა ქაბულიც?
ქაბული შეიძლება ერთ თვეში დაეცეს, თალიბანის კონტროლის ქვეშ, სულ მცირე, 9 პროვინციაა.
თალიბანმა ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთის 34 პროვინციიდან ცხრა მნიშვნელოვანი ქალაქი აიღო. ინტენსიური ბრძოლები ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაართანაც მიმდინარეობს. თალიბანმა კონტროლი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებენ.
ტერორისტული ორგანიზაციის წარმატებას თანამდებობის პირების გათავისუფლება მოჰყვა. სამთავრობო არმიის მეთაური, გენერალი ვალი მუჰამედ აჰმადზაი თანამდებობიდან გადააყენეს. მან ეს პოსტი ივნისში დაიკავა.
ავტორი: ნინი ქობალია