სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა
სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის" მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, რაც შეეხება "თელასს", მის მიმართ შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოიყენეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებულ ჯარიმებს გადაიხდიან.