შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განცხადა, ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.