loader

"დიდი უპასუხისმგებლობა, სირცხვილია!" - რატომ მოექცა ლელა წურწუმია კრიტიკის ქარცეცხლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი უპასუხისმგებლობა, სირცხვილია!" - რატომ მოექცა ლელა წურწუმია კრიტიკის ქარცეცხლში

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მომ­ღე­რალ­მა ლელა წურ­წუ­მი­ამ სოლო-კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. სა­ღა­მოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და რო­გორც კონ­ცერ­ტი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან დის­ტან­ცი­ას არა­ვინ იცავ­და. მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მიმ­დი­ნა­რე ლა­ივს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.


კრიტიკული კომენტარების შემდეგ კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ამას ვწერ პირ­ვე­ლად და სა­ბო­ლო­ოდ. პირ­ვე­ლი პან­დე­მია რომ და­ი­წყო, სახ­ლში და­ჯე­ქი­თო და ვი­ჯე­ქით მორ­ჩი­ლად, ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე…..ზა­ფხუ­ლი იმუ­შა­ვე­თო ღია სივ­რცე­ებ­შიო და ერთ თვე­ში, ისევ ჩაგ­ვკე­ტეს და ისევ სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, (შო­უ­ბიზ­ნესს ვგუ­ლის­ხმობ). მორ­ჩი­ლად ვას­რუ­ლებ­დით ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას.

ეხლა ისევ გახ­სნეს, აღარ გა­ი­კე­თოთ პირ­ბა­დე და ღია სივ­რცე­ში იმუ­შა­ვე­თო, ოღონდ უნდა აიც­რათ, თუ არ გინ­დათ რო ჩაგ­კე­ტო­თო და გა­უფრ­თხილ­დეთ სხვის ჯამ­რთე­ლო­ბა­სო.

რაც მთა­ვა­რია, წა­ვე­დით მთე­ლი ოჯა­ხი, და ავი­ცე­რით, ავ­ცე­რი მთე­ლი ბენ­დი, იმი­ტომ რომ გვე­მუ­შა­ვა და დღეს ხელს იშ­ვერთ ზოგ­ზო­გი­ერ­თი ლე­ლას კონ­ცერ­ტზე, რომ ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე???

არ მიყ­ვარს სხვის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რა და მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი ხალ­ხი სად და­დის და რამ­ხე­ლა შეკ­რე­ბებს ატა­რე­ბენ, რა ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სტა­დი­ონ­ზე, მი­ტინ­გებ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში. ტუ­რის­ტე­ბი, ყალ­ბი კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბით, უამ­რა­ვი. ბო­დი­ში, ეს მე უნდა და­ვა­რე­გუ­ლი­რო? და­ვი­წყო მეც ლან­ძღვა გი­ნე­ბა?

მო­დით, ყვე­ლამ თქვენ თავ­ზე აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს თქვენ უსაფრ­თხო­ე­ბას….არ გინ­დათ აიც­რათ…. მარ­ტო კონ­ცერ­ტი ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა….თან კონ­ცერ­ტებ­ზე და ქორ­წი­ლებ­ში ია­როთ, მთავ­რო­ბის და­ფი­ნა­სე­ბულ კონ­ცერ­ტებს კარ­გად ეს­წრე­ბით უფა­სოდ და მერე კომ­პებს მი­უჯ­დეთ და გვა­გი­ნოთ, ესე არ გა­მო­ვა.

ვინ­მეს თუ გო­ნია რომ მე არ მე­ში­ნია, ძა­ლი­ან ცდე­ბით და ამი­ტომ ავი­ცე­რი. აი­ცე­რი­ი­ი­ით და თუ არ იც­რე­ბით, მა­შინ დაგ­ვა­ნე­ბეთ ჩვენ თავი…ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ა­აა ეს ბო­დი­ში, ჩვენც გვყავს ოჯა­ხე­ბი, და ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც თავ­ზე არა­ვის არ ვახ­ვევთ. თქვენ ხო მუ­შა­ობთ? და­დი­ხართ სამ­სა­ხუ­რებ­ში, იღებთ ხელ­ფა­სებს? შო­უ­ბიზ­ნე­სი არ ვართ სა­ხელ­მწი­ფო დო­ტა­ცი­ა­ზე. ყვე­ლას ჯამ­რთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ", - წერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.