loader

"თავისი ნებით ჩაბარდაო მამაო" - ბორჯომში 36 წლის ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის, სავარაუდოდ, სასულიერო პირი, შავი ბერი დააკვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავისი ნებით ჩაბარდაო მამაო" - ბორჯომში 36 წლის ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის, სავარაუდოდ, სასულიერო პირი, შავი ბერი დააკვეს

ბორჯომში 36 წლის ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის სავარაუდოდ სასულიერო პირი შავი ბერი დააკვეს.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია "АК 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: "ტვ პირველი".