დრამატულ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.
საწყის შეხვედრაში პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.
შეგახსენებთ, ეს პეტრიაშვილის მეორე ოლიმპიური მედალია - 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრები მიმდინარე ოლიმპიადაზე 8 მედლით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილს იკავებს.