loader

ვინ არიან ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატებად წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატებად წარადგინა

ცაგერში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გიორგი ნემსაძე იქნება. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

გიორგი ნემსაძე 49 წლისაა. მას საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უთამაშია შვეიცარიის და შოტლანდიის ჩემპიონატებში. ნემსაძე მწვრთნელის რანგში ავარჯიშებდა გორის დილას, თბილისის დინამოს და ა.შ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები მმართველმა პარტიამ დღეს დაასახელა.