მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, დაგეგმილია საწოლფონდის 7000-მდე გაზრდა - თამარ გაბუნია
დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა იყო მაღალი - 3600 შემთხვევა. ბოლო პერიოდში, ჩვენთვის ისედაც ცხადად იკვეთება სურათი, რომელიც მიუთითებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამწვავებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვებინარზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, დღეის მდგომარეობით, 6000-მდე საწოლია მობილიზებული და როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იგეგმება საწოლების რაოდენობის გაზრდა.