"ჩემი პაციენტი, 12 წლის ბავშვი განსაკუთრებული ჩვენებით, "ფაიზერის" ვაქცინით ავცერით" - თემურ მიქელაძე
პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი აუცრელ ჯგუფს წარმოადგენენ და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ვაქცინის დოზების მიღების შემდეგ ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფსაც მოიცავს. თემურ მიქელაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გამონაკლის შემთხვევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი 12 წლის პაციენტი უკვე აიცრა "ფაიზერის" ვაქცინით.