თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
თბილისში, დიდუბეში, ბათუმიდან მომავალი მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაშავებულს ადგილზე შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.