"ყველგან სისხლი იყო... 8 ტყვია გაისროლა..." - რას ჰყვებიან მარნეულში მომხდარი საშინელი მკვლელობის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მცხოვრებლები ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის, ასევე, სიდედრისა და ცოლისძმის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.
„კონფლიქტი აქამდეც ჰქონდათ, რის გამოც 2-3 თვის წინ დაშორდნენ. ბიჭმა ცოლ-შვილი მიატოვა. უფროსი ბავშვი პირველ კლასშია, დანარჩენები უფრო პატარები არიან. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა ასეთი სისასტიკე აღარ განმეორდეს“, - აცხადებენ სოფელში.
ამასთან, კიდევ ერთი მეზობლის თქმით, პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, იარაღის საყიდლად თბილისში იმყოფებოდა.