loader

"მაგ ვიდეოს ტრ**ში გაგთხრი" - რა მოხდა "დინამო" - "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგ ვიდეოს ტრ**ში გაგთხრი" - რა მოხდა "დინამო" - "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ

თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" შეხვედრის დასრულების შემდეგ "დინამო არენაზე" კონფლიქტი რამდენიმე რაუნდად განვითარდა...

შეხვედრის დასრულებისთანავე გინება და გაწევ-გამოწევა გაიმართა ვიპ-ლოჟაში მყოფ ერთ-ერთ ადამიანსა და გულშემატკივრებს შორის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც ვიპ-ლოჟიდან ფანებს აგინებდა, "დინამოს" გენდირექტორი ზაზა დოლიძე იყო. მაგრამ ეს მცდარი ინფორმაციაა, ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანი ზაზა დოლიძე არ არის.

თბილისის "დინამოში" sportall.ge-ს განუცხადეს, რომ კონფლიქტში ჩართული პიროვნება კლუბში არ მუშაობს და "დინამოსთან" პირდაპირი კავშირი არ აქვს.

ვრცლად იხილეთ: Sportall.ge-ზე.