loader

"ის ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულს

"რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა", - ამ სიტყვებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულებს მიმართა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე ბრალდებულებს უთხრა, რომ ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და სწორედ სახელმწიფოს სახელით აფასებს მათ ქმედებებს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.