loader

"დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით... თქვენ გლოვა არ გმართებთ" - ილია მეორე მტკვარში 14 წლის გოგონას გადარჩენის გამო დაღუპული 36 წლის კაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით... თქვენ გლოვა არ გმართებთ" - ილია მეორე მტკვარში 14 წლის გოგონას გადარჩენის გამო დაღუპული 36 წლის კაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას. თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; "პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა". ღმერთმა დაგლოცოთ!" - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

36 წლის შოთა ქარსელაძე 4 ივლისს მტკვარში დაიხრჩო. ის მდინარეში გადავარდნილი 14 წლის გოგონას გადასარჩენად გადახტა და გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.