"ბიჭი იყო აკანკალებული... ვიღაც თავის ძმაკაცთან მივყავდი სალაპარაკოდო" - მოქალაქის თქმით, მეტროში 5 კაცი 16 წლის პირსინგიან მოზარდს "საქმეს ურჩევდა"
სოციალური ქსელის მომხმარებლის, ნია ბეზარაშვილის თქმით, მეტროში 5 კაცი 16 წლის პირსინგიან მოზარდს "საქმეს ურჩევდა".
"იმ ხალხის გასაგონად, ვინც კიდევ ამბობს, რომ ამ ქართველ პატრიოტთა აქცია რაღაცნაირად გასამართლებელია. სამსახურიდან მოვდივარ ზუსტად 20 წუთის წინანდელი ამბავია. მეტროში ვარ და მეტროში ამოდის 5 ღიპიანი, ქართველი მამაკაცი და საუბრობენ ძალიან ხმამაღლა რამდენიმე დღის წინ დატრიალებულ ამბებზე. ძალიან უხარიათ, რომ მათი წყალობით მე და თქვენ ქართველობას ვინარჩუნებთ. ამოდის ნაძალადევის გაჩერებაზე ბიჭი, მერე როგორც გავარკვიე იყო 16 წლის. აცვია ჩვეულებრივად და აქვს რამდენომე პირსინგი წარბზე და ყურზე. გავიდა რამდენიმე წუთი და ეს ბიჭი ამ კაცებმა სულ ჩახუტებულ-ხელგადახვეული ჩაიყვანეს სადგურის მოედანზე. არ ვიცი მე რა უნდა მექნა, მაგრამ ჩავყევი.
დავინახე ეს ბიჭი როგორ მიყავთ ასე ჩახუტებული და საქმეს ურჩევენ ტკბილ-ტკბილად. შემეშინდა და მივვარდი, ვითომ ჩემი მეგობარი იყო და ველოდებოდი. ერთ-ერთი კაცი გამოიწია და მეუბნება, ნუ დარდობ უნდა ველაპარაკოთ და საღამოთი დაგირეკავსო. რას ნიშნავს ელაპარაკოთ და დამირეკავს? ამ ბიჭს სახეზე არც ფერი ედო, თან აშკარად არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მივედი, მოვკიდე ხელი და ძალიან გვეჩქარებათქო და არ ვიცი როგორ მაგრამ გამოვგლიჯე. ეს კაცებიც წამოგყვნენ, ცოტა ხანი გველოდებოდნენ, სანამ მეტროში ჩავსხდებოდით, შემდეგ კი რომ დაინახეს, არ მივდიოდით, წავიდნენ. როცა ცალკე დარჩა, ვკითხე - რა გითხრეს თქო და ვიღაც თავის ძმაკაცთან მივყავდი სალაპარაკოდო. ბიჭი იყო აკანკალებული", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.