„5 ივლისს შეკრებილი ადამიანების უმეტესობისთვის საერთოდ მედიაა მიუღებელი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი“, - რატომ ნადირობენ მედიის წარმომადგენლებზე?
5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში ეს პირდაპირ შეფასდა, როგორც მედიის წარმომადგენლებზე ნადირობა და მიზანმიმართული შეტევა.
რატომ გახდა მედია „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე ასეთი მასშტაბური თავდასხმების მსხვერპლი და უქმნის თუ არა ეს ქვეყანაში ზოგადად, დემოკრატიას და დასავლეთისკენ სწრაფვას საფრთხეს? ეს შეკითხვები Palitravideo-მ მედიაექსპერტებს დაუსვა.
ავტორი: ეკა აბაშიძე