loader

ყველაზე მძაფრი ფოტოები თბილისის ყველაზე დაძაბული ლოკაციებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მძაფრი ფოტოები თბილისის ყველაზე დაძაბული ლოკაციებიდან

თბილისში მიმდინარე აქციებზე სიტუაცია დაძაბულია. ამ დროისთვის დედაქალაქში დაპირისპირების რამდენიმე კერაა.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, მათ შორის, ქაშუეთის ტაძართან, პარლამენტთან, ფილარმონიასთან, „სირცხვილიას“ ოფისთან“, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან, მრგვალ ბაღთან და კიდევ არაერთ ლოკაციაზე.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან როგორც პრაიდის მომხრეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები.

ყველა ლოკაციაზე პოლიციაა განთავსებული, თუმცა მცირე რაოდენობით, რის გამოც სამართალდამცველებს დაპირისპირების პრევენცია და მისი აღმოფხვრა უჭირთ.

არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

„ინტერპრესნიუსი“ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნილი სიტუაციის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ. ფოტორეპორტაჟის ავტორები არიან "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტები გიორგი ნიკოლიშვილი და გიორგი ჟამერაშვილი.