loader

"ქართული მარშის" გენერალური მდივანი "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული მარშის" გენერალური მდივანი "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს

“ქართული მარშის" გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი "თბილისი პრაიდის" შენობასთან მივიდა.

ის ხვალ დაგეგმილ ე.წ. ღირსების მარშთან დაკავშირებით ორგანიზატორებთან შეხვედრას მოითხოვს, რათა გააცნოს მოსაზრებები, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს ხვალ აქცია. მან შესაბამისი მოთხოვნით წერილი "თბილისი პრაიდის" შენობაში დატოვა.

"მე მოვედი მარტო, ერთი კაცი და პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით ვსაუბრობ. პოლიციასაც მოგმართავთ, ძალადობის არავითარი საფრთხე არ არსებობს. მაქვს სურვილი მათ წარმომადგენლებს გავესაუბრო, თაბაგარს, ხოშტარიას თუ სხვებს. იმედია, არ დაიმალებიან", - განაცხადა შიხიაშვილმა.