loader

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის, ვლადიმერ ბორცვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან იყო.

მანამდე, 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.