"მინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ინფორმაცია" - ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შემოიტანეს
"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.
"მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომლებსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს - "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.