"ვერ გავხდები მეტ**კე! კაცი ვარ კაცური, თქვენი დედაც" - პაატა შავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
პაატა შავაძემ, რომელიც ხმოვან შეტყობინებაში GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორს, გვანცა წულუკიძეს ცინიკურად მიმართავდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
"ოფიციალურად გაცხადებული მეტ**კე უნდა იყო და უცებ გახდები უზენაესი სასამართლოს ენჯეობისათვის სანუკვარი მოსამართლე! აი, ეს არის ამათი კრიტერიუმი და ამით აფასებენ ესენი დღეს პროფესიონალიზმს! ვერ გავხდები მეტ**კე! კაცი ვარ კაცური, თქვენი დედაც!" - ამის შესახებ პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხმოვანი შეტყობინება მოძრაობამ "სირცხვილია" გაასაჯაროვა.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი ადვოკატი - პაატა შავაძე, მესამედ არ გამოცხადდა გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მართლმსაჯულების კოალიციის "ფეისბუქგვერდზე" "მინდა ვენდო სასამართლოს" განთავსდა ქარდი, რომელიც საზოგადოებას აცნობდა, რომ კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. ქარდზე კომენტარი დაწერა GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა გვანცა წულუკიძემ, რის შემდეგაც მან მიიღო შემდეგი შინაარსის ხმოვანი შეტყობინება პაატა შავაძისგან", - ნათქვამია მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.