“ყველას აქვს გამოხატვის უფლება... მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“ - ვაჟა სირაძე
ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის" კვირეული უნდა გაიმართოს და ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე მივიდა.
ვაჟა სირაძე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.
ამასთან, როგორც სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიმართ თავდასხმის ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ეს ქმედება მკაცრად დაისჯება.